Sunday, January 16, 2011

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის ჩატარების დღე: 19 ნოემბერი 2010 წელი
სკოლა: ქ.ბათუმის მე-14 საჯარო                                                  კლასი: მე-7
მასწავლებელი: მარინე მუქერია                                                  საგანი: ინგლისური ენა


გაკვეთილის ძირითადი თემა:  მოთხრობა "Pigaroo Behaves Badly" (ავთენტური ტექსტი)

მისაღწევი შედეგები:  მოსწავლე შეძლებს მოსმენის,სათაურის წაკითხვის,ილუსტრაციებ-
                                             ზე დაკვირვებით და თავის წინარე ცოდნაზე დაყრდნობით გაიგოს
                                             მოსმენილი ტექსტი.ამოკრიფოს და დაისწავლოს ახალი ლექსიკური
                                             ერთეულები.განავითაროს წერის უნარი.გამოიყენოს მომავალი
                                             დროის გრამატიკული სტრუქტურა.

გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი
მეთოდები/სტრატეგიები:მოსმენა-შინაარსის გასაგებად,ინტეგრირებული ლაპარაკის,
                                                    კითხვის,წერის უნარებთან.

ძირითადი სასწავლო რესურსები: მოთხრობა"Pigaroo Behaves Badly"-ის ფოტოკოპიოები,
                                                  მოთხრობის ტექსტი გაყოფილია ორად(2 გაკვეთილისთვის).
                                                  მოთხრობის პირველი ნაწილი პირველ გაკვეთილზე.
                                                  მოთხრობიდან ამოღებული ფოტოსურათების სლაიდები ან
                                                  ფოტოკოპიოები.ახლი სიტყვების და მათი განსაზღვრებების
                                                  ფოტოკოპიოები.დაფა,ცარცი,ტექნიკური მოწყობილობა.

გაკვეთილის მსვლელობა:
A.გამოწვევა/მოლოდინების განსაზღვრა                                                       დრო: 15 წუთი

  • მისალმება,სიის ამოკითხვა
  • საშინაო დავალების შემოწმება
  • 6 აქტივობა - მოსმენის წინა სავარჯიშო

          მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს იმუშაონ წყვილებში,ყურადღებით გადახედონ
          სურათებს,გაუზიარონ ერთმანეთს აზრები და სიტყვები სურათების შესახებ.ბოლოს
          მასწავლებელი სთხოვს ერთ-ორ მოსწავლეს აღწერონ სურათები მთელი კლასის გასა-
          გონად.

  • 66 აქტივობა - მოსმენის წინა სავარჯიშო
         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეხედონ მოთხრობის პირველ ფურცელს,
         სურათს და სათაურს,და შეეცადონ წყვილებში განსაზღვრონ მოთხრობის თემა.
         ბოლოს რამოდენიმე მოსწავლე გაუზიარებს კლასს თავის ინტერპრეტაციას.


        მასწავლებლისთვის:სანამ ბავშვები მუშაობენ წყვილებში მასწავლებელი ჩამოივლის
        კლასში,დაეხმარება ბავშვებს სიტყვების მოძიებაში,სთხოვს მათ გააკეთონ ჩანაწერე-
        ბი.მოისმენს რამოდენიმე მოსწავლის საუბარს სურათის შესახებ,სხვებს სთხოვს დაა-
       მატონ შესაბამისი საკითხები.
  
       შემდეგ მასწავლებელი დაარიგებს მოთხრობის 6 ნაწილის ფოტოკოპიებს და მისცემს
   მოსწავლეებს დროს გადაწყვიტონ თუ რაზე იქნება მოთხრობა.




B.ცოდნის კონსტრუირება:                                                            დრო: 10 წუთი
   
     ამ ეტაპის მიზანია:ა) დაეხმაროს მოსწავლეებს კონცენტრირება მოახდინონ მოთხრო-
     ბაზე -მოსწავლეები უსმენენ მოთხრობას და გებულობენ მოთხრობის ძირითად არსს.
     ბ) ყურდღება გაამახვილონ კონკრეტულ ენობრივ სტრუქტურებზე და გამოთქმებზე.
  
    აქტივობა 6 - მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოუსმინონ მოთხრობას ყურად                                                                                      ღებით და შეეცადონ გაიგონ უცნობი სიტყვების ახსნის გარეშე.რვეულებში ჩაიწე-
    რონ თავიანთი შენიშვნები მოთხრობაში ცხოველების გამოჩენის თანმიმდევრობის 
    შესახებ და სხვა მათთვის საინტერესო კითხვები.

  • მოგვიანებით მასწავლებელი შეამოწმებს მოსწავლეების მიერ გაკეთებულ შენიშვნებს.
  • მასწავლებელი იმეორებს ინსტრუქციას თუ საჭიროა.
  • მასწავლებელი კითხულობს ტექსტს სათანადო გამოთქმებით და ინტონაციით.
  • მოსწავლეები წყვილებში(ჯგუფებში) ადარებენ თავიანთ ჩანაწერებს,ერთი მათგანი გააკეთებს პრეზენტაციას მთელი კლასისთვის.
C.გამთლიანება/რეფლექსია:                                                       დრო: 15 წუთი

  • ამ ეტაპზე ხდება ფოკუსირება ახალ ლექსიკურ ერთეულებზე დ ენობრივ სტრუქტურებზე.
    აქტივობა 6 - მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში,ყურადღებით უყურებენ სურა-
     თებს და ცდილობენ დაალაგონ ისინი სწორი თანმიმდევრობით თავიანთი ჩანიშვნე-
     ბის გმოყენებით.
  
   აქტივობა 66 - მასწავლებელი მიაწოდებს მოსწავლეებს უცხო სიტყვების ჩამო-
  ნათვალს მოთხრობიდან.მოსწავლეებმა უნდა დააკავშირონ ისინი სათანადო მნი-
  შვნელობასთან.
           bread crust                                                       თვლემა
           apple skins                                                       ჯიუტი ბუზი
           round little tummy                                              სკა
           nap                                                                  დროის ფლანგვა
           shade                                                              პურის ქერქი
           stubborn fly                                                      პატარა მრგვალი მუცელი
           hive                                                                 რაღაც ბასრი ჩაესო
           a waste of time                                                 ვაშლის ნათალები
           snout                                                               ცრემლები ჩამოუგორდა
           cause so much pain                                          ჩრდილი                                                                       
           tears sliding down                                             იწვევს ამდენ ტკივილს
           something sharp stick                                       დინგი


    აქტივობა 666 - მოსწავლეებმა უნდა შეავსონ ცარიელი ადგილები სათანადო 
   ასოებით,რათა მიიღონ სიტყვები მოთხრობიდან.
     m _ _
     a _ _ _ _ _
     n _ _
     n _ _ _ _
     e _ _ _ _
     r _ _ _ _ _ _
     s _ _ _ _
  
     (Answers: mud, agreed, map, never, every, rabbits, sweet.)

  • სანამ მოსწავლეები მუშაობენ შესავსებ სავარჯიშოებზე მასწავლებელი ჩამოივლის მოსწავლეებთან და ეხმარება მათ.
D.საშინაო დავალების მიცემა                                                       დრო: 5 წუთი


     მასწავლებელი მოსწავლეებს წაუკითხავს მოთხრობის მეორე ნაწილის პირველ ხაზს
     უჩვენებს შესაბამის სურათებს და ეტყვის დაწერონ მათი აზრით რა შეემთხვევა 
     Pigaroo-ს მოთხრობის დანარჩენ ნაწილში.შეახსენებს მოსწავლეებს რომ წერის დროს
      უნდა გამოიყენონ მომავალი მარტივი დრო.მოსწავლეებმა უნდა დაცერონ 4-5 წინადა-
      დება.




   მოსწავლეთა ცოდნის შეფასება/შემოწმება:
     მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით,ზოგიერთ 
     მოსწავლეებს მიმდინარე შეფასებით მათი აქტიურობის მიხედვით.


  ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები:
     შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის,უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებე-
     ბის გასავითარებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში.