სკოლა: ქ.ბათუმის მე-14 საჯარო კლასი: მე-7
მასწავლებელი: მარინე მუქერია საგანი: ინგლისური ენა
გაკვეთილის ძირითადი თემა: მოთხრობა "Pigaroo Behaves Badly" (ავთენტური ტექსტი)
მისაღწევი შედეგები: მოსწავლე შეძლებს მოსმენის,სათაურის წაკითხვის,ილუსტრაციებ-
ზე დაკვირვებით და თავის წინარე ცოდნაზე დაყრდნობით გაიგოს
მოსმენილი ტექსტი.ამოკრიფოს და დაისწავლოს ახალი ლექსიკური
ერთეულები.განავითაროს წერის უნარი.გამოიყენოს მომავალი
დროის გრამატიკული სტრუქტურა.
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი
მეთოდები/სტრატეგიები:მოსმენა-შინაარსის გასაგებად,ინტეგრირებული ლაპარაკის,
კითხვის,წერის უნარებთან.
ძირითადი სასწავლო რესურსები: მოთხრობა"Pigaroo Behaves Badly"-ის ფოტოკოპიოები,
მოთხრობის ტექსტი გაყოფილია ორად(2 გაკვეთილისთვის).
მოთხრობის პირველი ნაწილი პირველ გაკვეთილზე.
მოთხრობიდან ამოღებული ფოტოსურათების სლაიდები ან
ფოტოკოპიოები.ახლი სიტყვების და მათი განსაზღვრებების
ფოტოკოპიოები.დაფა,ცარცი,ტექნიკური მოწყობილობა.
გაკვეთილის მსვლელობა:
A.გამოწვევა/მოლოდინების განსაზღვრა დრო: 15 წუთი
- მისალმება,სიის ამოკითხვა
- საშინაო დავალების შემოწმება
- 6 აქტივობა - მოსმენის წინა სავარჯიშო
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს იმუშაონ წყვილებში,ყურადღებით გადახედონ
სურათებს,გაუზიარონ ერთმანეთს აზრები და სიტყვები სურათების შესახებ.ბოლოს
მასწავლებელი სთხოვს ერთ-ორ მოსწავლეს აღწერონ სურათები მთელი კლასის გასა-
გონად.
- 66 აქტივობა - მოსმენის წინა სავარჯიშო
სურათს და სათაურს,და შეეცადონ წყვილებში განსაზღვრონ მოთხრობის თემა.
ბოლოს რამოდენიმე მოსწავლე გაუზიარებს კლასს თავის ინტერპრეტაციას.
მასწავლებლისთვის:სანამ ბავშვები მუშაობენ წყვილებში მასწავლებელი ჩამოივლის
კლასში,დაეხმარება ბავშვებს სიტყვების მოძიებაში,სთხოვს მათ გააკეთონ ჩანაწერე-
ბი.მოისმენს რამოდენიმე მოსწავლის საუბარს სურათის შესახებ,სხვებს სთხოვს დაა-
მატონ შესაბამისი საკითხები.
შემდეგ მასწავლებელი დაარიგებს მოთხრობის 6 ნაწილის ფოტოკოპიებს და მისცემს
მოსწავლეებს დროს გადაწყვიტონ თუ რაზე იქნება მოთხრობა.
B.ცოდნის კონსტრუირება: დრო: 10 წუთი
ამ ეტაპის მიზანია:ა) დაეხმაროს მოსწავლეებს კონცენტრირება მოახდინონ მოთხრო-
ბაზე -მოსწავლეები უსმენენ მოთხრობას და გებულობენ მოთხრობის ძირითად არსს.
ბ) ყურდღება გაამახვილონ კონკრეტულ ენობრივ სტრუქტურებზე და გამოთქმებზე.
აქტივობა 6 - მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოუსმინონ მოთხრობას ყურად ღებით და შეეცადონ გაიგონ უცნობი სიტყვების ახსნის გარეშე.რვეულებში ჩაიწე-
რონ თავიანთი შენიშვნები მოთხრობაში ცხოველების გამოჩენის თანმიმდევრობის
შესახებ და სხვა მათთვის საინტერესო კითხვები.
- მოგვიანებით მასწავლებელი შეამოწმებს მოსწავლეების მიერ გაკეთებულ შენიშვნებს.
- მასწავლებელი იმეორებს ინსტრუქციას თუ საჭიროა.
- მასწავლებელი კითხულობს ტექსტს სათანადო გამოთქმებით და ინტონაციით.
- მოსწავლეები წყვილებში(ჯგუფებში) ადარებენ თავიანთ ჩანაწერებს,ერთი მათგანი გააკეთებს პრეზენტაციას მთელი კლასისთვის.
- ამ ეტაპზე ხდება ფოკუსირება ახალ ლექსიკურ ერთეულებზე დ ენობრივ სტრუქტურებზე.
თებს და ცდილობენ დაალაგონ ისინი სწორი თანმიმდევრობით თავიანთი ჩანიშვნე-
ბის გმოყენებით.
აქტივობა 66 - მასწავლებელი მიაწოდებს მოსწავლეებს უცხო სიტყვების ჩამო-
ნათვალს მოთხრობიდან.მოსწავლეებმა უნდა დააკავშირონ ისინი სათანადო მნი-
შვნელობასთან.
bread crust თვლემა
apple skins ჯიუტი ბუზი
round little tummy სკა
nap დროის ფლანგვა
shade პურის ქერქი
stubborn fly პატარა მრგვალი მუცელი
hive რაღაც ბასრი ჩაესო
a waste of time ვაშლის ნათალები
snout ცრემლები ჩამოუგორდა
cause so much pain ჩრდილი
tears sliding down იწვევს ამდენ ტკივილს
something sharp stick დინგი
აქტივობა 666 - მოსწავლეებმა უნდა შეავსონ ცარიელი ადგილები სათანადო
ასოებით,რათა მიიღონ სიტყვები მოთხრობიდან.
m _ _
a _ _ _ _ _
n _ _
n _ _ _ _
e _ _ _ _
r _ _ _ _ _ _
s _ _ _ _
(Answers: mud, agreed, map, never, every, rabbits, sweet.)
- სანამ მოსწავლეები მუშაობენ შესავსებ სავარჯიშოებზე მასწავლებელი ჩამოივლის მოსწავლეებთან და ეხმარება მათ.
მასწავლებელი მოსწავლეებს წაუკითხავს მოთხრობის მეორე ნაწილის პირველ ხაზს
უჩვენებს შესაბამის სურათებს და ეტყვის დაწერონ მათი აზრით რა შეემთხვევა
Pigaroo-ს მოთხრობის დანარჩენ ნაწილში.შეახსენებს მოსწავლეებს რომ წერის დროს
უნდა გამოიყენონ მომავალი მარტივი დრო.მოსწავლეებმა უნდა დაცერონ 4-5 წინადა-
დება.
მოსწავლეთა ცოდნის შეფასება/შემოწმება:
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით,ზოგიერთ
მოსწავლეებს მიმდინარე შეფასებით მათი აქტიურობის მიხედვით.
ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები:
შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის,უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებე-
ბის გასავითარებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში.






No comments:
Post a Comment